ფილმი გადაღებულია ბორის აკუნინის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით. მთავარი გმირი ერასტ ფანდორინი მონაწილეობას ღებულობს 1877—1878 წლების რუსეთ-თურქეთის ომის საბრძოლო მოქმედებებში. იგი გაიცნობს მშვენიერ ქალბატონს ვარვარა სუვოროვას, რომელიც მიემგზავრება რუსული ჯარების განლაგების ადგილას, საქმროს მოსანახულებლად. სწორედ მისი დახმარებით ფანდორინი შეძლებს გახსნას რთული და საიდუმლოებით მოცული საქმე შპიონაჟზე.